"საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი მთავარი და ამბიციური პრიორიტეტია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება. ეს არის საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის სრულიად ახალი პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე უმაღლესი დონის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და გადაცემის მიზნით. პორტი განვითარდება 9 ფაზაში, რათა მიაღწიოს წლიურ სიმძლავრეს 100 მილიონი ტონის ოდენობით. ეს იქნება პირველი ქართული ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტი, რომელსაც შეეძლება PANAMAX ტიპის საკონტეინერო გემების მიღება და ქართულ ბაზარზე მსხვილგაბარიტიანი სატრანსპორტო და საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიების მოზიდვა." - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
ჩემი მთავრობა განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს საჰაერო კავშირის გაუმჯობესებაზე, მეტი ავიაკომპანიის მოზიდვით, ლიბერალიზებული საავიაციო ბაზრით და ახალი საერთაშორისო მიმართულებების შემუშავებით, რომლებიც კონტინენტებს, ქვეყნებსა და ხალხს დააკავშირებს. ჩვენი მიზანია თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო დონის სატრანსპორტო ცენტრად ვაქციოთ, საჰაერო ტვირთების ეფექტური ინფრასტრუქტურით და საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების ცენტრით. ეს საქართველოს გლობალურ საავიაციო ლანდშაფტში წამყვან მოთამაშედ აქცევს”, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს კერძო ინვესტორთან პარტნიორობით ააშენებს, თუმცა ინვესტორი მხოლოდ 49%-იან წილს უნდა დასჯერდეს. 51% კი სახელმწიფოს ხელში დარჩება. პრემიერმა რამდენჯერმე დააანონსა, რომ მთავრობა პორტის მშენებლობას შემოდგომაზე დაიწყებს.
ამის პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება ჩვენი მთავრობის ამბიციური პრიორიტეტია - ირაკლი ღარიბაშვილი
„მოსკოვის მექანიზმი“ საქართველოსთვის სერიოზულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზიანს შეიძლება ნიშნავდეს - ლაშა ტუღუში
„ქართული ოცნებისთვის“ რისკები იმდენად მაღალია, რომ მგონია, საკონსტიტუციო სასამართლო არ აკრძალავს პარტიებს - პაატა ზაქარეიშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
ოპოზიციამ ჯერ აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების იურისდიქცია, მერე ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი - კობახიძე
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებული ანგარიში არის სიცრუით გაჯერებული, საქართველო არის მოწინავე ეუთოს ქვეყნებს შორის დემოკრატი - კობახიძე
საქართველო არის გამორჩეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, ქალბატონებისთვისაც - კობახიძე GORBI-ის კვლევაზე
1773566745
1773564145
1773563420