ახალაშენებული ბინის 1 კვ.მ-ის მედიანური ღირებულება თბილისის უბნებს შორის ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 5167 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი სამგორში და 2718 ლარია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 1 კვ.მ.-ის ფასი კერძო სახლების სეგმენტშიც განსხვავებულია უბნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე და ვაკეშია, ყველაზე დაბალი კი გლდანში და სამგორში.
2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (3.4 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (1.6 პროცენტი).
2022 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 10.6 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.2 პროცენტით.