საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში წამყვანი ქვეყნების ტოპ 10-ეულს ხურავს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) რეიტინგში წერია, რომელიც ასოციაციის facebook-გვერდზე ვრცელდება.
კერძოდ, 2022 და 2023 წლების ღვინის იმპორტში საქართველო ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი პარტნირია და ქვეყანა ორივე წელს ტოპ 10-ეულს ხურავს. 2022 წელს ჩინეთმა საქართველოდან 15,02 მლნ დოლარის, ხოლო 2023 წელს შედარბით ნაკლები ღირებულების, 11,69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა. ამდენად, ერთ წელიწადში საქართველოდან იმპორტი 3,33 მლნ დოლარით, ანუ 22,2%-ით შემცირდა.
მთავარ იმპორტიორებში პირველ-მეორე ადგილს საფრანგეთი და ჩილე ინაწილებენ.
ვრცლად bpn.ge