“საერთაშორისო სამართალში ჩემი 40 წელზე ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, მე არ მახსენდება ასეთი არარსებული და დაუსაბუთებელი სარჩელი წაეყენებინოთ,”- წერს გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველი რობერტ ამსტერდამი. ის აღნიშნავს რომ, განცხადება რომელიც დღეს ივანიშვილის ადვოკატმა თეიმურაზ წიქვაძემ გაავრცელა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
“ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელმა, თემო წიქვაძემ გამოაქვეყნა Facebook-განცხადება, რომლითაც თავს დაესხა ჩემს კლიენტს, გიორგი ბაჩიაშვილს.
ბრალდებები, რომლებიც წიქვაძემ დაასახელა, არის ურცხვი სიცრუე.
მხოლოდ ჩემს სიტყვას არ ენდოთ - შეხედეთ თავად სარჩელს, სადაც ნათლად ჩანს, თუ რამდენად წინააღმდეგობრივი და უშინაარსოა ის.
საერთაშორისო სამართალში ჩემი 40 წელზე ხანგრძლივი პრაქტიკის განმავლობაში, მე არ მახსენდება ასეთი არარსებული და დაუსაბუთებელი სარჩელი წაეყენებინათ და სამწუხაროდ ეს ფაქტი საქართველოსთვის იმედგაცრუების საგანი უნდა იყოს.
ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ღიად იღებს პასუხისმგებლობას ამ ბრალდებაზე, და ახლა როდესაც მისი წარმომადგენელი სრულად ადასტურებს, რომ ბრალი მიმდინარეობს მისგან და არა რეალური გამოძიებისგან, ნათელი ხდება ამ საქმეში არსებული პოლიტიკური მოტივაცია, რომ ბიძინა ივანიშვილს სურს გამოიყენოს სახელმწიფო ინსტიტუტები, რათა მოახდინოს ჩემი კლიენტის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანი რეპუტაციის შელახვა,” - წერს რობერტ ამსტერდამი, რომელიც ბაჩიაშვილის უფლებებს ქართველ იურისტებთან ერთად იცავს.
ცნობისთვის, 6 ივლისს სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ბაჩიაშვილს გირაოს სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა. მას სახელმწიფოს ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
40-წლიან პრაქტიკაში არ მახსენდება ასეთი დაუსაბუთებელი სარჩელი - ბაჩიაშვილის ადვოკატის მორიგი განცხადება
OPEC Fund-ი თურქეთში შუა დერეფნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისთვის $250 მლნ-ს გამოყოფს
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ₾1 მილიონი ჯარიმა, 3-წლიანი პატიმრობა და 2 წელი პირობითი მსჯავრი
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი ინიშნება
2020 წლამდე „ქართული ოცნება“ ჯარის დახურულ უბნებზე ყველა არჩევნებს აგებდა, მხოლოდ ჩემი მინისტრობის დროს ხმების 85–90% მიიღო, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს - ირაკლი ღარიბაშვილი
ხვალინდელ უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, არ იქნება რაიმე სიურპრიზი - ირაკლი კობახიძე
კიმ ჩენ ინი ჩინეთში ჩავიდა
1792844863