2023 წლის პირველ 4 თვეში, სავაჭრო დეფიციტი წლიურად 19.4%-ით გაიზარდა და 2.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რადგან ექსპორტი23.6%-ით გაიზარდა 2.0 მლრდ აშშ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 21.2%-ით გაიზარდა 4.5 მლრდ აშშ დოლარამდე. ინფორმაციას Galt&Taggart აქვეყნებს.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი წლიურად 20.4%-ით გაიზარდა და 500.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვის 32.9%-იანი ზრდის შემდეგ. იმპორტის წლიური ზრდის ტემპი 9.8%-მდე შენელდა და 1.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, წინა თვეში დაფიქსირებული 36.1%-იანი ზრდის შემდეგ. შედეგად, სავაჭრო დეფიციტი წლიურად მხოლოდ 2.2%-ით გაიზარდა 589.9 მლნ აშშ დოლარამდე, წინა თვის 38.6%-იანი ზრდის შემდეგ.
2023 წლის აპრილში მანქანები (+393.8% წ/წ), სპილენძი (-43.5% წ/წ), ღვინო (+51.6% წ/წ), სასუქები (-71.2% წ/წ) და სპირტიანი სასმელები (+130.0% წ/წ) იყო ტოპ-5 ექსპორტირებული საქონელი. ამასთან, ექსპორტის 15.1% ევროკავშირზე მოდიოდა (+14.2% წ/წ), 65.3% დსთ-ზე (+105.6% წ/წ) და 19.5% სხვა ქვეყნებზე (-48.5% წ/წ).
2023 წლის აპრილში ტოპ-5 იმპორტი იყო მანქანები (+8.8% წ/წ), ნავთობი (-28.2% წ/წ), მედიკამენტები (+7.2% წ/წ), სპილენძი (-20.5% წ/წ) და ტელეფონები (+53.8% წ/წ).