ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.0%-ით გაიზრდება, - ინფორმაციას Galt & Taggart ყოველკვირეულ მიმოხილვაში ავრცელებს.
საქსტატის მიხედვით 2026 წლის I კვარტალში საქართველოს რეალური მშპ 9.0%-ით გაიზარდა, რაც 0.1პპ-ით შემცირებულია წინასწარ მაჩვენებელთან შედარებით. აღნიშნული კორექციის გათვალისწინებით, საქართველოს ეკონომიკა 2026 წლის პირველ 4 თვეში 8.2%-ით გაიზარდა.
„სექტორულ ჭრილში, I კვარტლის წლიურ ზრდაში მაღალი დადებითი კონტრიბუცია შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია & კომუნიკაცია (+36.0%), ტრანსპორტი (+18.0%), ვაჭრობა (+5.5%), საფინანსო საქმიანობა (+11.7%), ხელოვნება & გართობა (+14.5% წ/წ), ჯანდაცვა (+12.6%), სახელმწიფო მმართველობა (+11.0%), სასტუმროები & რესტორნები (+12.4%) და უძრავი ქონების ოპერაციები (+3.1%).
ამასთან, აღნიშნულ პერიოდში წლიური კლება დაფიქსირდა მშენებლობის (-2.0%) და სოფლის მეურნეობის (-3.3%) დარგებში“, - წერია Galt & Taggart-ის მიმოხილვაში.