სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 1.8 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9%-იანი ზრდაა.

უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. აღნიშნულ ბაზრებზე ექსპორტის ღირებულება 64.2 მლნ აშშ დოლარით, ანუ 36%-ით გაიზარდა და 244.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

ზრდა ძირითადად განპირობებულია თხილის ექსპორტის მატებით, რომლის ღირებულებამ 137.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 55.4 მლნ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების, მინერალური და მტკნარი წყლების, ასევე ღვინის ექსპორტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპორტის ღირებულების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რუსეთში, აზერბაიჯანში, იტალიაში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ესპანეთსა და თურქმენეთში.