2025 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.9 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (9.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.2 პროცენტი). დაზუსტებული მონაცემები საქსტატმა გამოაქვეყნა
შემდგომ პოზიციებს იკავებს მშენებლობა (8.8 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (8.0 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.6 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), განათლება (5.8 პროცენტი), სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა (5.7 პროცენტი).