„2022 წელს სამუშაო ძალის ზრდა მოხდა არა საქართველოს მოქალაქეების, არამედ უცხო ქვეყნების, განსაკუთრებით კი, რუსი მოქალაქეების ხარჯზე“, - ამის შესახებ ნათქვამია საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ კვლევაში - „მიგრაცია საქართველოში: ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზე“.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 47 710 ადამიანით გაიზარდა. ზრდა მოხდა არა ბუნებრივი მატებით, ან ჩვენი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნებით, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ძირითადად რუსი მიგრანტების, ხარჯზე.
„2022 წელს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაზე დიდი გავლენა მოახდინეს რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელარუსიდან შემოსულმა მიგრანტებმა. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დასაქმდა 12 645 ადამიანი, რომლებიც ძირითადად მუშაობენ საჯარო სექტორში მინიმალური ანაზღაურებით“,- აღნიშნულია კვლევაში.