2022 წელს საქართველოში 333 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (61.9 პროცენტი) განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (13.2 პროცენტი), ქ. თბილისში (8.7 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.5 პროცენტი), აჭარის არ-ში (3.3 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (3.3 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (3.0 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (0.9 პროცენტი), გურიის რეგიონში (0.6 პროცენტი) და სამცხე- ჯავახეთის (0.6 პროცენტი) რეგიონში. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
2022 წლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 485 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 920 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 2 169 კაცით განისაზღვრა.
2022 წლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 283.1 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 44.4 პროცენტი - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.0 პროცენტი - პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 14.3 პროცენტი - ხილი და ბოსტნეული, 13.0 პროცენტი - თევზეული, 4.3 პროცენტი - რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 4.0 პროცენტი უკავია.
სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით 2022 წლის განმავლობაში შესყიდულია 50.4 ათასი ტონა პროდუქცია. რაც შეეხება მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალს - 23.6 მლნ. ლარი შეადგინა.
2022 წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 461.0 მლნ. ლარის ღირებულების (84.7 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (44.0 პროცენტი) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების.
ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი) პროდუქციის 56.6 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (49.6 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (24.6 პროცენტი) და თევზეული (13.2 პროცენტი) წარმოადგენდა.
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციიდან 7.0 პროცენტი უცხოურ ბაზარზე იქნა რეალიზებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (73.6 პროცენტი), თევზეული (17.3 პროცენტი) და ხილ-ბოსტნეული (8.3 პროცენტი) წარმოადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კამერების საშუალო დღიური დატვირთვა (პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან) იანვარში შეადგენდა 53.7 პროცენტს, თებერვალში - 51.0 პროცენტს, მარტში - 44.5 პროცენტს, აპრილში - 42.1 პროცენტს, მაისში - 54.8 პროცენტს, ივნისში - 53.9 პროცენტს, ივლისში - 51.5 პროცენტს, აგვისტოში - 55.7 პროცენტს, სექტემბერში - 52.0 პროცენტს, ოქტომბერში - 56.8 პროცენტს, ნოემბერში - 58.3 პროცენტს, ხოლო დეკემბერში - 53.2 პროცენტს.
სამაცივრე მეურნეობების 54.7 პროცენტი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 42.6 პროცენტი - ნაწილობრივ, ხოლო 2.7 პროცენტი საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.3 პროცენტი. აქედან, 53.4 პროცენტს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 34.7 პროცენტს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 11.9 პროცენტს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.