ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ერთ-ერთმა წამყვანმა მწარმოებელმა საქართველოში „ზედაზენმა“ (სს „ქართული ლუდის კომპანია”) 2022 წელს შემოსავლები წინა წელთან შედარებით, 26.8 მილიონი ლარით გაზარდა და 102.7 მილიონი ლარი გახდა.
2022 წელს კომპანიის მოგება 11.6 მილიონამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2021 წელს „ზედაზენი“ მხოლოდ 2 მილიონიან მოგებაზე იყო. სს „ქართული ლუდის კომპანიის” აქტივების მოცულობა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის 154.6 მილიონ ლარს შეადგენდა. ვალდებულებები კი 84 მილიონი ლარი იყო.
ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ზედაზენმა“ 102.7-მილიონიანი შემოსავლის 83% ადგილობრივ ბაზარზე არსებული გაყიდვებიდან მიიღო, 17% კი პროდუქციის ექსპორტიდან.
კომპანიისთვის რეალიზებული საქონლის თვითღირებულებამ გასულ წელს 64 მილიონი ლარი შეადგინა. გაყიდვების ხარჯი „ზედაზენისთვის” 13.1 მილიონი ლარი იყო, აქედან რეკლამისა და მარკეტინგის ხარჯები 3.3 მილიონი ლარი, ძირითადი საშუალებების ცვეთა 4.3 მილიონი ლარი, როიალტი 2.4 მილიონი ლარი, დისტრიბუციის ხარჯები კი 1.5 მილიონი ლარი.
2022 წელს კომპანიის საერთო და ადმინისტრაციული ხარჯები 8.9 მილიონი ლარი იყო.
2022 წლის 31 დეკემბრისთვის სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მშობელი კომპანია შპს „მიქსორი“ (63.5%) იყო. ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დანარჩენ აქციებს ფლობს შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ჰოლდინგი“ (24.11%) და შპს „პსპ ფარმა“ (12.39%).
თავის მხრივ, შპს „მიქსორის“ მფლობელები, ცეზარ ჩოჩელი, იზოლდა ჩარიგოგდიშვილი და ს.ს. ქიისთოუნ ინვესთმენთს“ არიან,