2024 წელსაც მობილური მომსახურებაში მაგთიკომს ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავდა. ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის აბონენტების რაოდენობა (აქ შედიან როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები) 2,336,419 მომხმარებელი ჰყავდა; მეორე ადგილს კვლავ სილქნეტი, რომელსაც 2,003,590 აბონენტი ჰყავდა; სელფი მობაილ 1,311,612 აბონენტით. სილქნეტის აბონენტები ათ თვეში 8%-იან ზრდას აჩვენებს; 0.1%-იანი ზრდა აქვს იგივე პერიოდში სელფი მობაილს, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა იანვართან შედარებით 3%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება შემოსავლებს, 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში მობილური ოპერატორებმა ჯამში 719 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, რომელიც კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
- მაგთიკომი - 340 374 821 ლარი
- სილქნეტი - 253 817 031 ლარი
- სელფი მობაილი - 123 497 597 ლარი
ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2024 წლის ოქტომბერში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 15.42 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 86 თეთრით არის მომატებული, სილქნეტის ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 13.24 ლარია, რაც 48 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო სელფი მობაილის ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.98 ლარია, რაც წლიურად 1.21 ლარით არის მომატებული.