რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე სწრაფი კვების 5 საწარმო საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, ტოპ 5 სწრაფი კვების საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
- შპს Iberia Food Company სავაჭრო მარკა „ქეიეფსი“
- შპს ხარება სავაჭრო მარკა „მაკშაურმა“
- სს ვენჯორჯია სავაჭრო მარკა „ვენდისი“
- შპს კიოსკ ჯორჯია სავაჭრო მარკა „დანკინი“
- შპს თ და კ რესტორნები სავაჭრო მარკა „მაკდონალდსი“
2021 წლისგან განსხვავებით ხუთეულში ცვლილეებაა, კერძოდ სავაჭრო მარკა დანკინის მფლობელი სს დი ენდ ბი საქართველო შეიცვალა შპს კიოსკ ჯორჯიათი.
2021 წელს ხუთეული ასე გამოიყურებოდა, (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
- სს ვენჯორჯია სავაჭრო მარკა „ვენდისი“
- შპს Iberia Food Company სავაჭრო მარკა „ქეიეფსი“
- შპს ხარება სავაჭრო მარკა „მაკშაურმა“
- შპს თ და კ რესტორნები სავაჭრო მარკა „მაკდონალდსი“
- სს დი ენდ ბი საქართველო სავაჭრო მარკა „დანკინი“
2022 წლის აგვისტოში კომპანია სს დი ენდ ბი საქართველოს რეორგანიზაცია განხორციელდა და შპს კიოსკ ჯორჯიათი სწორედ შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა.
კომპანიას საერთო კრება და დირექტორი მართავს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სამსონ ფხაკაძეა, წევრები ლევან ფხაკაძე და სოფიო გაფრინდაშვილი, კომპანიის დირექტორი გიორგი მშვილდაძეა. 100%-იანი წილის მფლობელი კი გლობალ ინვესტორს ლიმიტედი რომელიც 2006 წელს მალტაზეა რეგისტრირებული.