მგზავრებს უკვე შეუძლიათ შეუფერხებლად დაჯავშნონ ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთები, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, სპორტული აქტივობები, ღონისძიებები და თეატრალური წარმოდგენები Wizz Air-ის ვებსაიტისა და აპლიკაციის საშუალებით.

Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი და ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია გლობალურად, მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს. WIZZ Experiences შეიქმნა Coras-თან პარტნიორობით, რომელიც საუკეთესო ღონისძიებებისა და აქტივობების ბილეთების უმსხვილესი ონლაინ პროვაიდერია.

10 მილიონზე მეტი ბილეთი ახლა უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის მომხმარებლებისთვის 65-ზე მეტ ქვეყანაში, 300 ქალაქში, 20 ენაზე. ფრენის საუკეთესო ფასის შერჩევის შემდეგ, მგზავრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ატრაქციონებისა და მუზეუმების ბილეთების დიდი არჩევანი, სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის ტურები, სპორტული საშვები, ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და თეატრალური წარმოდგენები მხოლოდ ერთი დაწკაპუნებით.

ყველა ბილეთი ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ოფიციალურ ვებსაიტზე და აპლიკაციაზე, მარტივი და შეუფერხებელი დაჯავშნის პროცესის მეშვეობით.

Wizz Air-ის სხვადასხვა მიმართულებაზე ყველაზე პოპულარული აქტივობებია:

  • საბერძნეთი: დაივინგი, ზეითუნის ზეთის დეგუსტაცია, ბერძნული ტრადიციული მუსიკის საღამო და ვახშამი;
  • დიდი ბრიტანეთი: საუკეთესო სპორტული ღონისძიებები, ცოცხალი მუსიკა და უესტ-ენდის შოუები, მათ შორის ჰამილტონი და მეფე ლომი;
  • ესპანეთი: საგრადა ფამილიას ტური ბარსელონაში ან პრადოს მუზეუმის ტური მადრიდში; ბილეთები ბარსელონას საფეხბურთო მატჩზე; ველოტური მადრიდის ღირსშესანიშნაობების მოსანახულებლად და მალაგას სამი საუკეთესო ტაპას ბარის ვიზიტი ადგილობრივ გიდთან ერთად;
  • საფრანგეთი: ბილეთები რიგში დგომის გარეშე ისეთ ადგილებში, როგორებიცაა: ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი ან ტური ვერსალის სასახლისა და ბაღების მიმართულებით;
  • იტალია: მცირე ჯგუფური ტური პომპეიში არქეოლოგთან ერთად, ბილეთები კოლიზეუმში ან უფიცის გალერეაში, ტური ვატიკანში გიდთან ერთად ან მილანის საფეხბურთო გუნდის თამაშებზე დასწრება.