"კომერსანტის" ეთერში ზარაფხანას დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ ოქროს ფასების ტენდენცია შეაფასა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ოქროს ფასი გაჩერებულია, თუმცა როგორც კი ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია დასტაბილურდება, ოქროს ფასი ზრდას დაიწყებს, ხოლო ივლისში ფასების კუთხით მისი ბენეფისი იქნება.
“ჩემი მოლოდინია, რომ ოქროს ფასი აუცილებლად მოიმატებს. ახლა ჩამოუყალიბებელი და გაურკვეველი სიტუაცია აჩერებს ოქროს ფასს, გარდა ამისა, ამ დროისთვის ოქროს გამოაკლდა ინვესტორთა ნაწილი, ნავთობის სექტორის გამო, რამაც ასევე ხელი შეუწყო იმას, რომ ოქროს ფასის დღეს სტაბილური გვეჩვენება.
ვფიქრობ, ივნისის ბოლოს შესაძლოა უნცია ოქროს ღირებულება 5 400 დოლარამდე გაიზრდება, რადგან ყველა ტენდენცია მიდის იქითკენ, რომ ომი ახლო აღმოსავლეთში ჩერდება და მხარეები გადადიან მშვიდობიან გადაწყვეტაზე. ასევე ვფიქრობ, რომ ივლისის მეორე ნახევარი გვექნება ოქროს ბენეფისი ფასების ზრდის მიმართულებით“. - განაცხადა "ზარაფხანას" დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ.