United Airlines Holdings Inc.-მა, მთელს მსოფლიოში საჰაერო მოგზაურობებზე მოთხოვნის ზრდის გამო, წმინდა ზარალი 2023 წლის I კვარტალში 7-ჯერ შეამცირა და შემოსავალი 1,5-ჯერ გაზარდა.

 


ავიაკომპანიის პრესრელიზის მიხედვით, მისმა წმინდა ზარალმა იანვარ-მარტში $194 მილიონი ანუ 0,59 აშშ დოლარი შეადგინა ერთ აქციაზე, გასული წლის ანალოგიური პერიოდის 1,38 მილიარდ დოლართან და აქციაზე 4,24 აშშ დოლართან შედარებით.

 


ზარალმა ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით 0,63 დოლარი შეადგინა აქციაზე. FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსებმა, საშუალოდ, UAL-ის კორექტირებული ზარალი 0,73 დოლარის ოდენობით იწინასწარმეტყველეს აქციაზე.

 


ავიაკომპანიის კვარტალური შემოსავალი გაიზარდა 11,43 მილიარდ დოლარამდე, ერთი წლის წინანდელ 7,6 მილიარდი დოლარიდან.

გასულ კვარტალში, UAL-მა აჩვენა რეკორდული მაღალი საოპერაციო ფულადი ნაკადი - 3,14 მილიარდი დოლარი.

 


UAL-მა დაადასტურა თავისი პროგნოზი 2023 წლისთვის, რომლის მიხედვითაც მისი კორექტირებული მოგება 10-12 დოლარი იქნება თითო აქციაზე. მეორე კვარტალში კომპანია ამ მაჩვენებელს აქციაზე 3,5-4 დოლარად პროგნოზირებს.

 


FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ საშუალოდ, ერთჯერადი ფაქტორების გამოკლებით, 2023 წელს 8,56 დოლარს მიაღწევს ერთ აქციაზე ფასი და 3,61 დოლარს - მეორე კვარტალში.

 


UAL-ის შემოსავალი მიმდინარე კვარტალში მოსალოდნელია გაიზარდოს 14-16%-ით (ექსპერტების შეთანხმებული პროგნოზი 15,4%-იანი ზრდაა).