უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა და ფასები იზრდება. როგორც Lemons group-ის გენერალური მენეჯერი “ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, უძრავი ქონების ფასები პიკს აგვისტოში მიაღწევს.
„აღდგომის პერიოდის შემდეგ პატარა შოკური ვარდნა დაფიქსირდა, მაგრამ საერთო ჯამში, იანვრიდან მოყოლებული დღემდე ზრდის ტენდეცია არის შენარჩუნებული, როგორც მოთხოვნაზე ასევე ფასზე. არის მოსაზრება, რომ თითქოს ეს ხელოვნურად გაზრდილი ფასებია, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. ერთია, მიგრანტების ეფექტისგან მოთხოვნით გაზრდილი ფასი, მაგრამ მეორეა ის რომ სამშენებლო მასალებზე გაზრდილი ფასები, მუშახელის ხელფასების მატება და სექტორში არსებული რეგულაციები უძრავ ქონებას ბუნებრივად აძვირებს.“-განმარტა ირა მელიმონაძემ.
მისივე თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება
„უძრავი ქონება ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაიაფდება. პირიქით, ზრდის ტენდენცია ალბათ, აგვისტოს ბოლომდე პიკს მიაღწევს. დღეს თუ ვინმე თვლის, რომ უძრავ ქონებაში უნდა დააბანდოს ფული, ვფიქრობ ჯერ კიდევ არ ვართ იმ ნიშნულზე,
სადაც უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება სარისკო იქნება.“-აღნიშნა ირა მელიმონაძემ.