უალკოჰოლო სასმელების მარკირების საფასურს 2028 წლამდე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დაფარავს. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული ბრძანებიდან ირკვევა.
„2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შერჩეულ პირს არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება აუნაზღაურდება შემოსავლების სამსახურის მიერ, შერჩეულ პირთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე“ - აღნიშნულია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
ცნობისათვის, უალკოჰოლო სასმელების ელექტრონული მარკირების წესი 2012 წელს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა. მარკირებას დაექვემდებარა ყველა არაალკოჰოლური სასმელი, მათ შორის მინერალური და მტკნარი წყლები. აღნიშნული წესი მიზნად ისახავდა ბაზარზე ფალსიფიცირებული პროდუქციის მიმოქცევის შემცირებას.