სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმებისთვის ინვესტორებს ეძებს. 15 ოქტომბერს სახელმწიფომ, აუქციონზე გასაყიდად, მიწის 10 ნაკვეთი გამოიტანა თავისი შენობებით და მათივე დამხმარე ნაგებობებით. ამ ქონების საწყისი გასაყიდი ღირებულება მთლიანობაში 50 მილიონ ლარს აღწევს.
აუქციონზე გამოტანილია შემდეგი სანატორიუმი:
- ყოფილი სანატორიუმი „მეგობრობა“ - საწყისი ფასი 8 774 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „მედეა“ - საწყისი ფასი 8 502 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „რკინიგზელი“ - საწყისი ფასი 6 565 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „იმერეთი“ - საწყისი ფასი 4 644 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „წყალტუბო“ - საწყისი ფასი 4 201 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „ფილიალი“ - საწყისი ფასი 4 039 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „აია“ - საწყისი ფასი 3 701 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „სავანე“ - საწყისი ფასი 3 514 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „გელათი“ - საწყისი ფასი 2 838 000 ლარი;
- ყოფილი სანატორიუმი „გეოლოგი“ - საწყისი ფასი 2 540 000 ლარი.
აუქციონები 13 ნოემბერს უნდა დასრულდეს.