კო-მეგობრული ელექტრო ტრანსპორტის გაზიარების სერვისი, რომელიც ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შეიქმნა მომხმარებელს დროებით ემშვიდობება. როგორც კომპანია სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს, მიზეზი ტექნიკური განხლებაა.

„თითქმის 3 წელი გავიდა, რაც ქარის ტრანსპორტი პირველად გამოჩნდა თბილისის ქუჩებში. ამ პერიოდში უამრავმა მომხმარებელმა პირველად გამოსცადა საზიარო ტრანსპორტი და ზოგისთვის ყოველდღიურ გადაადგილების საშუალებადაც იქცა. 2021 წლის იანვრიდან, ათასობით მომხმარებელი შევიძინეთ, ერთად ვიზრუნეთ გარემოზე და შევქმენით ბევრი დაუვიწყარი ამბავი თუ თავგადასავალი. ამ ეტაპზე, პლატფორმის ტექნიკური განახლების დრო დადგა, რის გამოც ცოტა ხნით თქვენთან დამშვიდობება გვიწევს! შევხვდებით ახალ სეზონზე, ბევრი სასიამოვნო სიახლით“ - წერია განცხადებაში.

მოპედების გაზიარების ინოვაციური სერვისი და ეკომეგობრული პროექტი „ქარი" 2021 წელს პანდემიის პერიოდში, „აჭარა ჯგუფის" მხარდაჭერით, ურბანულ პირობებში სწრაფი და მარტივი გადაადგილებისთვის შემუშავდა. მის გუნდს დანიელ დოინიცინი, გიორგი ტუღუში, ჯუღა სიხარულიძე წარმოადგენდნენ.