პირველი ახალგაზრდული საშემოდგომო ბანაკი 6-18 წლის ახალგაზრდებისათვის გაიმართება 10-14 სექტემბერს, ხოლო სრულფასოვანი პროგრამა 29 სექტემბერს დაიწყება
რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია: www.nbabasketballschool.ge – 2025 წლის 13 აგვისტოს “ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ” (NBA) და ჯეიბიეს აკადემიის შვილობილმა კომპანიამ “ჯეიბიეს კალათბურთმა”– განაცხადეს მრავალწლიანი თანამშრომლობის დაწყების შესახებ, აღნიშნული კოლაბორაციის ფარგლებში საქართველოში შემოდის პირველი ოფიციალური NBA-ის საკალათბურთო სკოლა.
NBA კალათბურთის სკოლა საქართველო მდებარეობს თბილისში და ახალგაზრდებისთვის (6-18 წლის ასაკში) გთავაზობთ სწავლებაზე დაფუძნებულ კალათბურთის განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს უნარების განვითარებას, 5-კაციან შეხვედრებსა და თამაშებს, ასევე ცხოვრებისეული უნარების სესიებს. პროგრამა დაიწყება საწყისი ბანაკით, რომელიც ჩატარდება ოთხშაბათიდან, 10 სექტემბრიდან – კვირა, 14 სექტემბრამდე, რის შემდეგაც სრული პროგრამა დაიწყება ორშაბათს, 29 სექტემბერს. რეგისტრაცია უკვე გახსნილია ვებ-გვერდზე: www.nbabasketballschool.ge.
„ჩვენთვის დიდი პატივია NBA-ის ღირებულებების და კულტურის გაზიარება საქართველოსთვის,“ – განაცხადა ჯეიბიეს აკადემიის დამფუძნებელმა ლევან ახვლედიანმა. – „ჩვენთვის ეს მხოლოდ პროგრამა არ არის – ეს არის შესაძლებლობა, რომ თითოეულმა ბავშვმა შეძლოს ოცნებების ასრულება, ივარჯიშოს პროფესიონალივით, იგრძნოს საკუთარი თავის მნიშვნელობა და დაიჯეროს, რომ ერთ დღეს ისიც შეძლებს NBA-ში მოხვედრას და თამაშს“
“პირველი NBA ის საკალათბურთო სკოლის გახსნა საქართველოში ასახავს ქვეყნის მრავალფეროვან საკალათბურთო კულტურასა და თამაშის მდიდარ ისტორიას,“ – განაცხადა NBA -ის ევროპის და ახლო აღმოსავლეთის კალათბურთის უფროსმა დირექტორმა, ჰენრი უტკუმ. – ჯეიბიეს საკალათბურთო სკოლასთან თანამშრომლობით, ველით, რომ შევუწყობთ ხელს მოზარდ მოთამაშეებს გააგრძელონ განვითარება და ისწავლონ მნიშვნელოვანი ღირებულებები, რომლებიც დაეხმარებათ წარმატების მიღწევაში
NBA-ის საკალათბურთო სკოლის სასწავლო პროგრამა, რომელიც შექმნილია მოთამაშეების განვითარებისათვის, ასევე მშობლებისთვის, მწვრთნელებისთვის და ორგანიზაციებისთვის უკეთესი ცოდნის მისაწოდებლად შემუშავებულია NBA-ის საერთაშორისო კალათბურთის ოპერაციების დეპარტამენტის მიერ, მოქმედ და ყოფილ NBA ის მწვრთნელებთან, მოთამაშეებთან და მოთამაშეთა განვითარების სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად. 2017 წლიდან NBA-ის საკალათბურთო სკოლები გაიხსნა არგენტინაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ჩინეთში, დომინიკის რესპუბლიკაში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ინდოეთში, იტალიაში, იაპონიაში, ქუვეიტში, ლიბანში, ლიტვაში, მექსიკაში, მაროკოში, პოლონეთში, პორტუგალიაში, კატარში, ესპანეთში, შვეიცარიაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და ურუგვაიში.
საქართველოს NBA-ის საკალათბურთო სკოლის შესახებ უახლესი ინფორმაციისთვის, მიჰყევით @nbabasketballschool_georgia-ს და NBA Basketball School Georgia-ს. საქართველოს გულშემატკივრებს შეუძლიათ ასევე ადევნონ თვალი NBA-ს Facebook-სა და Instagram-ზე და ჩამოტვირთონ NBA აპლიკაცია, რათა მიიღონ უახლესი ამბები, განახლებები, ქულები, სტატისტიკა, კალენდარი, ვიდეოები და სხვა ინფორმაცია. ასევე, მათ შეუძლიათ შეიძინონ NBA-ს უახლესი პროდუქცია ვებ-გვერდზე NBAStore.eu.
ჯეიბიეს აკადემიის შესახებ
ჯეიბიეს აკადემია არის თბილისში დაფუძნებული, პროგრესული, თანამედროვე საგანმანათლებლო და სპორტული დაწესებულება, რომლის მისიაც არის ახალგაზრდების გაძლიერება ჰოლისტური მოდელის საშუალებით, რომელიც აერთიანებს მაღალ ხარისხიან განათლებას, დინამიურ სპორტულ ვარჯიშს, პიროვნულ განვითარებასა და კეთილდღეობას. აკადემია შექმნილია ახალი თაობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, იმისათვის რომ მოსაწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა განვითარდნენ ინტელექტუალურად, ფიზიკურად და ემოციურად, იყვნენ მზად წარმატებისთვის როგორც უმაღლეს განათლებაში, ისე პროფესიონალურ სპორტში.
თავისი არსით ჯეიბიეს აკადემია არის შესაძლებლობები შესთავაზოს ქართველ ახალგაზრდებს მსოფლიო დონის რესურსებზე, გამოცდილებასა და გზებზე წვდომის უზრუნველყოფა, რომლებიც მანამდე მიუწვდომელი იყო. ჩვენ ვგეგმავთ იქნება ეს მოედანზე, კლასში თუ საზოგადოებაში, ახალი სტანდარტის შექმნას ინტეგრირებულს განათლებასა და სპორტულ განვითარებასთან რეგიონში გაჯერებულს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკით და ძლიერი ადგილობრივი ღირებულებებით.
NBA-ის შესახებ
National Basketball Association (NBA) არის გლობალური სპორტისა და მედიის ორგანიზაცია, რომლის მისიაც არის მთელ მსოფლიოში კალათბურთის საშუალებით შთააგონოს და დააკავშიროს ადამიანები ერთმანეთს . მოიცავს ხუთ პროფესიულ ლიგას: NBA, WNBA, NBA G League, NBA 2K League და Basketball Africa League. NBA-ს საერთაშორისო სისტემა მოიცავს თამაშებსა და პროგრამებს 214 ქვეყანაში 60 ენაზე, ხოლო პროდუქცია იყიდება 200-ზე მეტ ქვეყანაში და ყველა კონტინენტზე. 2024-25 წლების სეზონის დასაწყისში NBA-ს შემადგენლობაში იყო რეკორდული 125 საერთაშორისო მოთამაშე 43 ქვეყნიდან. NBA Digital-ის პლატფორმებში შედის NBA TV, NBA.com, NBA App და NBA League Pass. NBA-ს სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა, NBA Cares, თანამშრომლობს ცნობილ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მთელ მსოფლიოში, რათა გაუმკლავდეს მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებს.
კონტაქტები
ნატალია ვასკესი, NBA EME კომუნიკაციები, +34 633 58 80 86, nvazquez@nba.com
ირაკლი შენგელია, ჯეიბიეს აკადემია, +995599530005, info@jbsacademy.ge