განვითარებად სადაზღვევო ბაზარზე, სადაც მომხმარებლის მოლოდინები და რეგულაციური სტანდარტები მუდმივად იზრდება, ბიზნესის წარმატება სულ უფრო მეტად დამოკიდებულია დარგობრივი ცოდნის, პროფესიული გამოცდილებისა და გამართული ოპერაციული მოდელის ხარისხზე, მათ შორის მომხმარებლის მხარდაჭერის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფაზე. სწორედ ამ პრინციპებით შემოვიდა ბაზარზე ქართული კაპიტალით დაფუძნებული სადაზღვევო ბროკერი „ბიენსი ჯგუფი“.

ყოველდღიური ოპერაციული საკითხებისთვის კომპანია იყენებს „BackOffice ERP“-ს, რომლის მონაცემებიც განთავსებულია Amazon Web Services (AWS) პლატფორმაზე, ხოლო IT ინფრასტრუქტურისა და Microsoft 365-ის ეკოსისტემის გამართულობას უზრუნველყოფს პარტნიორი კომპანია SKYHI - როგორც სტრატეგიული ტექნოლოგიური პარტნიორი, რომელიც პასუხისმგებელია კომპანიის ერთიანი ციფრული ეკოსისტემის სტაბილურობაზე, უსაფრთხოებაზე და უწყვეტ განვითარებაზე. ეს თანამშრომლობა (ERP, AWS, Microsoft 365) ქმნის ერთიან, დაცულ და მასშტაბირებად ტექნოლოგიურ გარემოს, რაც „ბიენსი ჯგუფს“ საშუალებას აძლევს ეფექტიანად მართოს პროცესები და მომხმარებლის მხარდაჭერის მაღალი სტანდარტი უზრუნველყოს.

„ბიენსი ჯგუფი“ სპეციალიზებულია დამოუკიდებელ სადაზღვევო საბროკერო მომსახურებაზე როგორც კორპორატიული, ისე ინდივიდუალური მიმართულებით. კომპანიის მიდგომა სცილდება სტანდარტულ შუამავლობას; ის ეფუძნება თითოეული კლიენტის რისკპროფილის სიღრმისეულ ანალიზს. სწორედ ამ ანალიზის საფუძველზე ხდება ოპტიმალური სადაზღვევო გადაწყვეტების შერჩევა და მართვა მთელი ციკლის განმავლობაში.

ამავდროულად, კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ საყრდენს წარმოადგენს ლიდერ პარტნიორ მზღვეველებთან ჩამოყალიბებული გამჭვირვალე და მჭიდრო თანამშრომლობა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, კლიენტებს შესთავაზოს ბაზარზე არსებული საუკეთესო ალტერნატივები მათი ინტერესების გათვალისწინებით.

2025 წლის მე-4 კვარტალში, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დაწყებიდან, „ბიენსი ჯგუფმა“ 30-მდე სადაზღვევო ხელშეკრულება გააფორმა, რითაც ჩაუყარა საფუძველი გრძელვადიან თანამშრომლობას როგორც საცალო, ისე კორპორატიულ სექტორში. კომპანიის წარმატება ეფუძნება მომხმარებლის საჭიროებების გაცნობას და მათზე მორგებულ სტრატეგიულ კომუნიკაციას, რაც უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს, კონკურენტულ ფასებსა და საიმედო მზღვეველებთან ერთად რისკების ეფექტურ დივერსიფიკაციას.

ბიენსი ჯგუფის მიზანია, ერთიანი ციფრული ეკოსისტემისა და დარგობრივი ექსპერტიზის გამოყენებით, სადაზღვევო ბროკერობა გარდაქმნას რეალური ღირებულების შემქმნელ სერვისად, რომელიც ბიზნესებს სპეციფიკური რისკების მართვაში, ხოლო ფიზიკურ პირებს ჯანმრთელობისა და ქონების საიმედო დაცვაში ეხმარება. რისკების გააზრებული მართვით, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით და გამართული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით ვქმნით საფუძველს გრძელვადიანი და სანდო თანამშრომლობისთვის“, - აცხადებს „ბიენსი ჯგუფის“ დირექტორი, თენგიზ ფარცვანია.