რომელია საქართველოში ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე 5 გამომცემლობა. საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის I კვარტალის მონაცემებით, ტოპ 5 გამომცემლობა ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით):
- შპს გამომცემლობა ინტელექტი
- შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- შპს გამომცემლობა არტანუჯი
- შპს გამომცემლობა პალიტრა L
- შპს მედია კვირის პალიტრა
2022 წლის წინასწარი მონაცემებით ათეული ასეთი იყო:
შპს გამომცემლობა მერიდიანი- შპს გამომცემლობა ინტელექტი
- შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- შპს გამომცემლობა პალიტრა L
- შპს მედია კვირის პალიტრა
რაც შეეხება 2021 წლის მონაცემებს ჩამონათვალში შემდეგი კომპანიები შედიოდნენ:
- შპს გამომცემლობა მერიდიანი
- შპს გამომცემლობა ინტელექტი
- შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
- შპს გამომცემლობა პალიტრა L
- შპს სულაკაურის გამომცემლობა
როგორც ჩამონათვალიდან ჩანს ხუთეულის უმრავლესობა ძირითადად უცვლელია. რაც შეეხება მცირე ცვლილებებს: 2021 წლის შემდეგ შპს სულაკაურის გამომცემლობის ნაცვლად ხუთეულში შპს მედია კვირის პალიტრა შევიდა, 2023 წელს კი შპს გამომცემლობა მერიდიანი შპს გამომცემლობა არტანუჯმა ჩაანაცვლა.
ვინ არიან გამომცებლობების მფლობელები
- შპს გამომცემლობა მერიდიანი
დაფუძნდა 1996 წელს, დირექტორი - გიორგი გიგინეიშვილი. წილები შემდეგნაირად ნაწილდება კახაბერ რუსიძე, 34% გიორგი გიგინეიშვილი - 33% გიორგი კილაძე - 33%. - შპს გამომცემლობა ინტელექტი
დაფუძნდა 2000 წელს. დირექტორი - კახმეგი კუდავა. წილები შემდეგნაირად ნაწილდება ბუბა კუდავა - 20% კახმეგი კუდავა - 51% მაია კუდავა - 29%. - შპს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
დაფუძნდა 1999 წელს. დირექტორი - თინათინ მამულაშვილი, თანადირექტორი - თინათინ კუხიანიძე, კომპანიის 50-50%-ს თინათინ მამულაშვილი და ბაკურ სულაკაური ფლობენ. - შპს გამომცემლობა პალიტრა L
დაფუძნდა 2008 წელს. დირექტორი - თინათინი ასათიანი, 90%-ს ირაკლი თევდორაშვილი ფლობს, 10% კი ზაზა ბუაძეს ეკუთვნის. - შპს მედია კვირის პალიტრა
დაფუძნდა 2021 წელს. დირექტორი - ოთარი მერაბიშვილი, 100%-ს ა შპს კვირის პალიტრა ფლობს, (აღნიშნული შპს-ს დირექტორი ირაკლი გაგნიძე, 75%-25% მფლობელები კი ირაკლი თევდორაშვილი და ზაზა ბუაძე არიან. - შპს სულაკაურის გამომცემლობა
კომპანია 2019 წელსაა დაფუძნებული, დირექტორიც და 100% წილის მფლობელიც თინათინ მამულაშვილია. - შპს გამომცემლობა არტანუჯი
კომპანია 2000 წელს დაფუძნდა. მისი დირექტორი მაია კუდავაა. 100%-ის მფლობელი კი - ბუბა კუდავა.