„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-შეცვლის სერვისზე ფასდაკლების სპეციალური კამპანია 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად, ტოიოტას რამდენიმე მოდელისთვის ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლას მომხმარებელი განსაკუთრებულ ფასად შეძლებს. ტოიოტას ოფიციალური დილერის ორივე შეთავაზება მხოლოდ ფიზიკურ პირებზე ვრცელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, ფასდაკლების სპეციალური კამპანიის ფარგლებში, მომხმარებელი შეძლებს, სერვისი 15%-იანი ფასდაკლებით მიიღოს ტოიოტას ისეთი ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-შეცვლაზე, როგორიცაა: წინა და უკანა ხუნდები, ძრავის ზეთი, ზეთისა და სალონის (კონდიციონერის) ფილტრები, სამუხრუჭე სითხე და მინის საწმენდები.

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, ფასდაკლების სპეციალური კამპანიის პარალელურად, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს მეორე შეთავაზებითაც, რაც ტოიოტას 5 მოდელისთვის -  C-HR, Prius, Camry, Corolla და RAV4 - ძრავის ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეძენა-შეცვლის სრულ მომსახურებას მხოლოდ 150 ლარად ითვალისწინებს.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, რომ ავტომობილის ტექნიკური გამართულობისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში მომუშავე სერტიფიცირებული ტექნიკოსების  მომსახურებით ისარგებლოს და ავტომობილი ტოიოტას ორიგინალი და გარანტირებულად მაღალი ხარისხის ავტონაწილებით განაახლოს.

მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობა სურს, შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრი თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com