მთავრობის დადგენილების მიხედვით, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2022-2024 წლებისთვის ჯამში არაუმეტეს 48 612 000 ლარს გამოყოფს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თხილის სუბსიდირების 2022-2023 წლების გაზრდილი ბიუჯეტი 23 980 000 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, მოცემულ 48 612 000 ლარიდან 23 980 000 ლარი გასული წლის ბიუჯეტია. ეს ნიშნავს იმას, რომ თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამისთვის 2024 წელს გამოიყოფა სულ 24 632 000 ლარი.

„ბიზნესპრენიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, რომ 24 632 000 ლარიდან თხილის სუბსიდირებისთვის განსაზღვრულია 23 844 075 ლარი, ხოლო დარჩენილი 787 925 ლარი ადმინისტრაციული ხარჯებისთვის არის გათვალისწინებული.

bpn.ge