თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე მაღალი მოთხოვნა ნარჩუნდება. როგორც „შინვუდის“ მმართველმა პარტნიორმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, უახლოეს ორ წელში მიწის ნაკვეთებზე ფასები, შესაძლოა გაორმაგდეს კიდეც.
„ჩვენი კომპანია ყიდის მიწის ნაკვეთებს ტყის შუაგულში. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა ეტაპობრივად მზარდია. ჯერ ერთი წელიც არაა, რაც დავიწყეთ გაყიდვები და უკვე რეალიზებული გვაქვს 70-მდე მიწის ნაკვეთი. მაღალ მოთხოვნასთან ერთად, თბილისის შემოგარენში, ფასებიც მზარდია და სამომავლოდაც ველით ფასების ზრდას. ჩვენი პროექტი 2025 წლის ბოლოს სრულდება და ამ დროისთვის, ვფიქრობ რომ ფასები მიწის ნაკვეთებზე შეიძლება გაორმაგდეს კიდეც.“-აღნიშნა ნიკოლოზ ქევხიშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანია სამშენებლოდ გამზადებულ ნაკვეთების რეალიზაციას ახდენს.
„ჩვენ ვყიდით ნაკვეთებს ყველანაირი კომუნიკაციით, ცენტრალური კანალიზაციის სისტემით, ვაკეთებთ შიდა ტერიტორიაზე გზებს, ტროტუარებს, რეკრეაციულ სივრცეებს და ასე შემდეგ.“ - განმარტა ნიკოლოზ ქევხიშვილმა.