მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი ხელით ასაწყობი ავეჯისა და საბინაო აქსესუარების მწარმოებელი შვედური კომპანია IKEA 80 წლისაა. საწარმო 1943 წელს ინგვარ კამპრადმა შვედეთში დააფუძნა.
თავდაპირველად კომპანია კალმებს, საათებს, საფულეებს და სხვა იაფფასიან ნივთებს ყიდდა. დაარსების დღიდან კომპანიის მთავარი ნიშა დაბალი ფასები და მომხმარებლის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული ავეჯისა და ნივთების შეთავაზება იყო.
კომპანიის წარმატება ინგვარ კამპრადის ანტერპრენერულმა ალღომ განსაზღვრა. მან ჯერ გაზეთებში წამოიწყო სარეკლამო კამპანია, შემდეგ მომხმარებლის მოთხოვნილებები გამოიკვლია და ასაწყობი ავეჯის წარმოებას მიჰყო ხელი, რამაც პროდუქციის ტრანსპორტირება გააიაფა.
დამფუძნებელს ეს იდეა სრულიად შემთხვევით, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთხელ, მაგიდა შეიძინა. მას შემდეგ რაც ის მანქანაში ვერ მოათავსა, ფეხები მოაჭრა. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ისეთი ავეჯი, რომლის დაშლა-აწყობა მარტივად იქნებოდა შესაძლებელი. ამას გარდა, ინგვარ კამპრადმა პროდუქციის სახლში მიტანის სერვისი დანერგა. შემდეგ, IKEA-ს კატალოგი გამოუშვა, რაც იმ პერიოდისთვის საკმაოდ ინოვაციური ნაბიჯი იყო, რადგან მომხმარებლისთვის ამ გზით ავეჯის შეძენა სიახლეს წარმოადგენდა. ინგვარი ამაზე არ გაჩერებულა, 50-იან წლებში IKEA-ს მაღაზიებში პატარა კაფეები გახსნა, სადაც კლიენტებს, ავეჯის თვალიერებისა და შეძენის შემდეგ, დასვენება და დანაყრება შეეძლოთ.
კომპანია ბრენდის დამაარსებლის მიერ შემუშავებული მთავარი პრინციპების მიმართ დღემდე ერთგულია. დღეს IKEA ავეჯის საცალო ვაჭრობის ყველაზე დიდი ქსელია. ის მსოფლიოში 50-ზე მეტ ქვეყანაში 400-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი.
მოდერნისტული დიზაინის და პრაქტიკული IKEA-ს ავეჯის ახალი კოლექციის დათვალიერებას, ერთი დაწკაპუნებით, მარტივად შეძლებთ be.ge-ზე: ზაფხულის სეზონისთვის იდეალურია IKEA ბამბუკის სავარძლები, მოსახერხებელი დივანი, მაგიდა აქსესუარების სათავსოთი და ფოლადის თაროები უნივერსალური დანიშნულებით; საიტზე იპოვით, ასევე, ინტერიერისთვის განკუთვნილ რბილ ავეჯს რამდენიმე ფერში, სანათს აკუსტიკური სისტემით, რომელიც თქვენ სახლს განსაკუთრებულ სიმყუდროვეს შესძენს და ბევრ საინტერესო ნივთს.
აირჩიეთ IKEA და ისევე, როგორც 80 წლის წინ, შვედეთის ქალაქ ელმჰულტში, თქვენც სახლში მოგიტანენ სასურველ ნივთს, რომლის აწყობას იოლად შეძლებთ და უკეთ მიხვდებით რაში მდგომარეობს შვედური ბრენდის წარმატების საიდუმლო.
(R)