მობილური გიდის, „ბილიკის“ დამფუძნებელმა თორნიკე ცირამუამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „ბრენდი საქართველო“ საქართველოში სტარტაპ საინვესტიციო გარემოზე და ე.წ. „ანგელოზ ინვესტორებზე“ ისაუბრა.
მისი თქმით საქართველოში საჭიროა პროგრესი და საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების კუთხით აქტივობები.
„დღეს სულ 2-3 უნივერსიტეტია ისეთი, სადაც ისწავლება მეწარმეობა, როგორ შევქმნათ სტარტაპი და ა.შ. და პლუს ამას არის სხვადასხვა აქსელერატორები და სტარტაპ პროგრამები, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ჩვენი იდეით და გამოვიდეთ უკვე დამუშავებული პროდუქტი .
წარმატების ინდექსი არის განათლება, რომელიც გვეხება ჩვენ როგორც სტარტაპერებს, ასევე იმ დაინტერესებულ ადამიანებ , რომელთაც სურთ სტარტაპებში თანხის ინვესტირება.
სტარტაპს მოგების 40% წილი არ უნდა მოსთხოვო, რადგან ეს უკვე სტარტაპის დაღუპვაა. დღეს საქართველოში საინვესტიციო კაპიტალი ძალიან მცირეა, რადგან არ გვყავს ჯგუფი, რომელიც დღეს გააერთიანებდა კაპიტალს. მეორეს მხრივ საქართველოში არ არის ისეთი გარემო, რომელიც უცხოელი ინვესტორებისთვის იქმნება საინტერესო“- აღნიშნა თორნიკე ცირამუამ.