Spotify-ის ფასიანი მომხმარებლების რაოდენობამ ისტორიაში პირველად 300 მილიონს მიაღწია. კომპანიის 2026 წლის მეორე კვარტლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, Premium აბონენტების რაოდენობა წლიურად 9%-ით გაიზარდა. Spotify-ის განცხადებით, ეს არის მაჩვენებელი, რომელსაც აუდიოსტრიმინგის სხვა სერვისისთვის აქამდე არ მიუღწევია.

ამავე პერიოდში Spotify-ის თვიური აქტიური მომხმარებლების რაოდენობა 12%-ით, 777 მილიონამდე გაიზარდა. მეორე კვარტალში კომპანიამ 16 მილიონი ახალი აქტიური მომხმარებელი და 7 მილიონი Premium აბონენტი დაამატა.

Spotify-ის შემოსავალმა მეორე კვარტალში 4.78 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ერთი წლის წინანდელ მაჩვენებელზე 14%-ით მეტია. საოპერაციო მოგებამ 655 მილიონ ევროს მიაღწია, ხოლო მთლიანი მოგების მარჟა რეკორდულ 33.4%-მდე გაიზარდა.

კომპანია მესამე კვარტლის ბოლოს Premium მომხმარებლების რაოდენობის 305 მილიონამდე, ხოლო თვიური აქტიური აუდიტორიის 788 მილიონამდე ზრდას ელოდება. ამასთან, Spotify წელს მარკეტინგსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ინვესტიციებზე დამატებით დაახლოებით 200 მილიონი ევროს საოპერაციო ხარჯს პროგნოზირებს.

Spotify ბოლო პერიოდში აქტიურად აფართოებს AI ფუნქციებს. კომპანიის ინფორმაციით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს უკვე მისი მომხმარებლების დაახლოებით 25% იყენებს.

წყაროები:


https://newsroom.spotify.com/2026-08-04/spotify-q2-2026-earnings/


https://www.reuters.com/business/spotify-forecasts-third-quarter-profit-below-estimates-2026-08-04/


https://investors.spotify.com/