სპორტ კომპლექს არენაში სქვოშის მოედანი ორ კვირაში გაიხსნება -  ამის შესახებ ინფორმაცია „კომერსანტს“ სპორტ-კომპლექს „არენას“ დირექტორმა ვასილ ლიპარტელიანმა მიაწოდა. მისი თქმით ამ სპორტის მიმართ დაინტერესება საკმაოდ მაღალია და ჯგუფები ზაფხულიდან დაკომპლექტდება.

სქვოში სპორტის მიმდინარეობაა, რომლის დროსაც ჩოგბურთს კედელზე თამაშობენ.

როგორც ლიპარტელიანი „კომერსანტთან“ გასულ წელს სამუშაოების მიმდინარეობისას აცხადებდა, მოედანი  საერთაშორისო  სტანდარტებით აღიჭურვება და  300 კვადრატულ მეტრზე განთავსდება, ასევე შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების ჩატარება. მისი თქმით, საქართველოში არსებობს  სქვოშის  ფედერაცია, რომელიც გუნდებს აღნიშნულ ბაზაზე მოამზადებს.

ლიპარტელიანის თქმით, საქართველოში  სქვოში საკმაოდ  პოპულარულია, ასევე  იგი პოპულარულია კალორიების ხარჯვის თვალსაზრისითაც, რადგან ის სპორტის  სხვა სახეობებთან შედარებით ადამიანს 30%-ით  მეტი  კალორიის დაწვაში ეხმარება.