ინოვაციური ციფრული გადაწყვეტილებების წამყვანმა პროვაიდერმა კომპანია SMART business-მა LS Retail-ის მიერ ორგანიზებულ პრესტიჟულ ConneXion EMEA ღონისძებაზე 2023 წლის პლატინუმ პარტნიორის ჯილდო მიიღო. ყოველწლიური კონფერენცია წელს ქალაქ ათენში ტარდება და მასში მონაწილეობას ყველა საცალო ქსელის, სასტუმროს ბიზნესის, რესტორნებისა და სააფთიაქო ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები იღებენ.

LS Retail საცალო ვაჭრობისა და სასტუმროს ქსელების პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური მიმწოდებელია. ConneXion EMEA 2023 ორდღიანი კონფერენცია უაღრესად საინტერესო პროგრამით დაიწყო. მრავალფეროვანი სესიების შემდეგ კი ღონისძიების პირველი დღე "წლის პარტნიორის" ნომინაციის ცერემონიით დასრულდა.

„LS Retail-ის Platinum პარტნიორის წლის ჯილდოს მიღება ჩვენთვის ძალიან სასიხარულო და საამაყო ამბავია", - ამბობს გიორგი კოფენლუ, SMART business-ის დირექტორი. „ჩვენი გუნდი გულმოდგინედ მუშაობს ინოვაციური გადაწყვეტილებებით ბიზნესის გასაძლიერებლად, მადლობა ჩვენს საიმედო პარტნიორ LS Retail-ს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს კლიენტებს, რომლებიც არა მარტო დაინტერესებულები არიან, არამედ აქტიურად ნერგავენ ინოვაციურ ტექნოლოგიებს SMART business-ის დახმარებით.“