2022 წლის განმავლობაში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 74.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით 24.8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სადაზღვევო პრემია არის თანხა, რომელსაც დაზღვეული იხდის დაზღვევის სანაცვლოდ.
გასულ წელს სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობდა, მას ბაზრის ნახევარი ეჭირა, რომელიც 37.6 მლნ ლარს შეადგენდა. მეორე ადგილზე 23.3 მლნ ლარით „ალდაგი“ იყო, მას ბაზრის 31% ეკავა.
მესამე და მეოთხე ადგილებს კი „იმედი L“ და „ჯიპიაი“, შესაბამისად 6.3 მლნ ლარით და 2.7 მლნ ლარით იკავებდა. ხუთეულს „ირაო“ ასრულებს, კომპანიას 1.2 მლნ ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის მხოლოდ 2% ეჭირა.
2022 წელს 18 სადაზღვევო კომპანიის მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი (2021 წელს 40 მლნ ლარი იყო). სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 105,5 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს.