12 აპრილს ,,სითიქომის” პირველი კონფერენცია გაიმართა. კომპანიის ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის ინფორმაციით, ღონისძიება კორპუსის მენეჯერების თხოვნით ჩატარდა. კონფერენციის ფარგლებში ,,სითიქომმა” სამეზობლოების კონკურსში გამარჯვებულ ამხანაგობას კუთვნილი 5000-ლარიანი ფულადი ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ კორპუსის მენეჯერები და თავმჯდომარეებიც.
“12 აპრილს, სითიქომის პირველი კონფერენცია გაიმართა. მოთხოვნა და იდეა თავად კორპუსის მენეჯერებიდან იყო, მათ უბრალოდ ერთმანეთის გაცნობა უნდოდათ და ასევე, “სითიქომის” მთლიანი გუნდის. ჩვენ მათი მოთხოვნის საფუძველზე დავგეგმეთ ეს ღონისძიება, რომელიც ძალიან საინტერესო გამოდგა; ჩვენი მხრიდან ძალიან საინტერესო სიახლეები გაჟღერდა, ასევე კორპუსის მენეჯერებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებაც, როგორ მართავენ კორპუსს და მათი სამომავლო გეგმები.
12 აპრილის კონფერენციაზე გათამაშდა 5000-ლარიანი პრიზი, რომლის მფლობელიც სოციალური ქსელების საშუალებით გამოვავლინეთ. თანხა სამეზობლოს ანგარიშზე უკვე აისახა. ბევრი საუკეთესო კორპუსის თავმჯდომარიდან განსაკუთრებულის არჩევა გაგვიჭირდა, თუმცა სხვადასხვა პირობები გვქონდა: ყველაზე ერთგული, ყველაზე მზრუნველი, ყველაზე ჩართული და სწორედ ამ კატეგორიების მიხედვით დავაჯილდოვეთ კორპუსის თავმჯდომარეები და მენეჯერები. 10 გამორჩეულ კორპუსის თავმჯდომარეს “მეამასგან” ყავის აპარატი და კაფსულების კომპლექტი გადაეცა”,- აღნიშნა ,,სითიქომის” ექაუნთ მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა “კომერსანტის” რუბრიკაში- "როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად".
,,სითიქომის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინი მწარიაშვილის თქმით, კერძო ბიზნესები სამეზობლოს ცხოვრებით სულ უფრო და უფრო ინტერესდებიან, გამონაკლისი არც ,,სითიქომის” კონფერენცია იყო, სადაც პარტნიორმა ბიზნესებმა სხვადასხვა კატეგორიებში გამარჯვებულებს ჯილდო გადასცეს.
,,ადრეც აღვნიშნეთ, რომ სამეზობლოების ცხოვრებაში ჩართულობის კუთხით ბიზნესი ძალიან გააქტიურებულია. კონკრეტულად “სითიქომის” საშუალებით ისინი ცდილობენ სამეზობლოების ცხოვრების განვითარებაში წვლილი შეიტანონ და ჩვენი მთავარი მესიჯი- “ყველა მეზობელი ვართ”, ამ კომპანიებმაც გაიზიარეს.
ჩვენი პროექტის ფარგლებში უკვე რამდენიმე კომპანია დაგვიმეგობრდა, მაგალითად: ,,პროფი”, ,,მეამა”, ,,ავერსი”, “ბოქსეტი” და სხვა, აღნიშნული კომპანიები, პირველ რიგში, მომხმარებლებს ყოველდღიურად ემსახურებიან და მათი მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. კონფერენციაზე თითოეული მათგანი თავიანთი პრიზებით იყვნენ წარმოდგენილები, ,,მეამა” კი ღონისძიების მსხვილი და მნიშვნელოვანი მხარდამჭერი იყო, რომლებმაც ძალიან კარგი პრიზები გაათამაშეს ჩვენს მომხმარებლებზე. ასევე, საჩუქრების ნაწილში “ავერსიც” იყო ჩართული.
კონფერენციაზე ისეთი თემები გაჟღერდა, რომელიც მომხმარებლებს ყველაზე მეტად აინტერესებდათ, პირველ რიგში სერვისის პროვაიდერებზე მივაწოდეთ ინფორმაცია. გადავწყვიტეთ ღონისძიებაზე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციებიც მოგვეწვია, რომელიც ჩვენ სერვისმარკეტზე არიან განთავსებული, პანელური დისკუსიის ფარგლებში კი კითხვებზე პასუხი ყველა დაინტერესებულმა მომხმარებელმა მიიღო”,- აღნიშნა ნინი მწარიაშვილმა ,,კომერსანტის” ეთერში.