სტარტაპ-იდეით დაწყებული პროექტი- „სითიქომი“ 8 წლის წლისაა.

კომპანია ამ დროისთვის 300 000-მდე მეზობელს აერთიანებს და მათ 2000-მდე სერვისს სთავაზობს.

ლიფტების მოწესრიგება, განათება, დასუფთავება, სკვერებისა და მოედნების მოწყობა- ეს იმ ბენეფიტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „სითიქომთან“ თანამშრომლობას ახლავს.

კომპანიის დამფუძნებელი, დავით პირველაშვილი „კომერსანტს“ უყვება, რომ ამ ეტაპზე "სითიქომი" ონლაინ აპლიკაციის განვითარებაზე მუშაობს, რაც სამომავლოდ სერვისს უფრო სრულყოფილს გახდის და სამეზობლოებს კიდევ უფრო დააახლოებს. განახლებული პორტალი კომერციულ ბინზესსაც დაეხმარება.

„8 წლის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამეზობლოები გაგვეერთიანებინა ციფრულ სივრცეში და მათთვის მიგვეცა შესაძლებლობა გამჭვირვალედ და ღიად ემართათ თავიანთი გარემო. როგორც ყველა სიახლეს თავიდან გამოწვევები, რა თქმა უნდა, ჩვენც გვქონდა. მაგალითად, ის, რომ ყველა სამეზობლოს აქვს წარმოდგენა, თითქოს მათი სამეზობლო განსაკუთრებით უყურადღებოა კორპუსის საქმეებთან მიმართებით. ეს ასე არ არის, საკმარისია 2-3 დაინტერესებული პირი გამოჩნდეს და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ 80-მდე მეზობელი მათ გარშემო ერთიანდება.

თავიდან არ სჯეროდათ, რომ გაერთიანება მათ სამეზობლოსაც შეეძლოთ, მაგრამ როცა „სითიქომის“ წევრები ხდებოდნენ,  ხედავდნენ, რომ საერთო იდეისა და მიზნის გარშემო ყველას ეხალისებოდა გაერთიანება.

ამ ეტაპზე, „სითიქომში“ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი აპლიკაციის განვითარებაზე. გვინდა დავამატოთ ისეთი ფუნქციონალი, რომელიც სამეზობლოსთან შეერთების საშუალებას, ფიზიკურ პირებთან ერთად, კერძო პირებსაც მისცემს. ასევე, ვცდილობთ მეზობლებს კომუნიკაციის საშუალება ჩვენსავე პლატფორმაზე მივცეთ“,- აღნიშნა პირველაშვილმა.

სითიქომელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ინიციატივაა. კომპანიის თანადამფუძნებლის, ლევან შარანგიას თქმით, პირველი, სატესტო თვეების გასვლის შემდეგ, სამეზობლოს ნაწილი კორპუსის მოსახლეობის 87% მაინც ხდება.

„პირველი „სითიქომელები“ ჩვენივე მეზობლები იყვნენ, ვისაც ამ იდეის შესახებ მოვუყევით.

დღეს უკვე 300 000-ზე მეტ მეზობელს ვაერთიანებთ, რაც დაახლოებით 2000-მდე ე.წ ამხანაგობას უდრის. ჩვენი საშუალებით მეზობლებს ციფრული სივრცე აქვთ, სადაც შეუძლიათ უფრო მოქნილები იყვნენ, შეუძლიათ უფრო მოქნილები იყვნენ.  სამეზობლოს სჭირდება ზრუნვა იმ ნაწილში, რომ განვითარდეს საერთო სივრცე, სერვისულ ნაწილში დაიფაროს ყოველდღიური ხარჯები  და მოეწყოს მწვანე სივრცეები, შესაბამისად, ჩვენი საშუალებით მეზობლები უფრო მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. გვაქვს 2000-ზე მეტი სერვისპროვაიდერი, სადაც ჩვენს სამეზობლოებს შეუძლიათ ჩვენ გამოცდილებაზე დაყრდნობით სანდო მიმწოდებელი აარჩიონ. ჩვენი დაგროვების სისტემით სამეზობლოები ძალიან კმაყოფილები არიან, რისი უამრავი ფაქტიც გვაქვს, მაგალითად ეზოების მოწყობა, საბავშვო მოედნები, სკვერები და აშშ.

მომავალ „სითიქომელებს“ ვურჩევ, რომ მთავარია, ინიციატივის აღება არ შეეშინდეთ, რადგან ერთიანობის საჭიროება ყველა სამეზობლოს აქვს. ერთი ადამიანის ინიციატივაც კი ძალიან დიდ როლს თამაშობს, რომ მთელი სამეზობლო აიყოლიოს. ორი-სამი თვის შემდეგ, ჩვენი გამოცდილებით სამეზობლოს ცხოვრებაში კორპუსის მცხოვრებლების 87% ერთვება“,- აღნიშნა სითიქომის თანადამფუძნებელმა, ლევან შარანგიამ „კომერსანტის“ ეთერში.