შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1998 წელს დაბადებული ფ.ც. გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გურიაში, 2011 წელს დაბადებული მ.კ. ძალის გამოყენებით გააუპატიურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ფ.ც. ბრალდებულის სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
პოლიციამ გურიაში გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავა - შსს
ირანზე თავდასხმები „ნაკლებად სავარაუდოა“. თუ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პროგრესი იქნება, ჰორმუზიც გაიხსნება - ტრამპი
შუა დერეფანი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა - მარიამ ქვრივიშვილი
ყველა პირობას შევქმნით, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე
საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობები სულ უფრო ძლიერდება - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი
ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა - ირაკლი კობახიძე