Rooms Hotel-ის აღმასრულებელი დირექტორივალერი ჩეხერია იზიარებს სექტორის წარმომადგენლების შეფასებასრომ სასტუმროს ნომრების ჭარბი მიწოდებაა. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. დარგის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ნომრების მიწოდების სიჭარბეზე არსებული ფასები მეტყველებსრომლებიც პანდემიამდელ დონეს კვლავ ვერ დაუბრუნდა.

ვალერი ჩეხერიას თქმითსიტუაციის გამოსასწორებლად ერთ-ერთი მიმართულება საკონფერენციო ნაწილის გააქტიურებაა.

მოთხოვნასთან შედარებით ნამდვილად ჭარბი მიწოდებააიმ ნიშნულზეც კი ვერ დავბრუნდითრაც პანდემიამდე გვქონდა წლიური საშუალო ფასიშესაბამისი მოთხოვნა რომ იყოსფასი გაიზრდებოდაჩემი გადმოსახედიდანყველაზე მნიშვნელოვანია ახალ მიმართულებებზე ვიმუშაოთესენია ბიზნესისტურიზმის მიმართულებებირომ საკონფერენციო ნაწილი აქტიურად დაიტვირთოსთბილისში 50%-ზე მეტი მაინც ბიზნეს მოგზაური ჩამოდის და ეს აუცილებლად უნდა დაეტყოს ფასებს“, - ამბობს ჩეხერია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გეგმის მიხედვით, 2027 წლამდე ქვეყანაში 320 ახალი განთავსების ობიექტი უნდა აშენდეს, რაშიც 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. როგორც ჰოტელიერმა, მაია მურაჩაშვილმა BMG-სთან განაცხადა ქვეყანაში სასტუმროების საწოლფონდი ძალიან გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა შესაბამისად არ იმატებს, რამაც სასტუმროების შემოსავალი შეამცირა. მისი თქმით, სასტუმროების რაოდენობა, განსაკუთრებით, თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურშია გაზრდილი.

bm.ge