2025 წელს საქართველოში წარმოებული თევზის საერთო მოცულობის 59% ოჯახურმა მეურნეობებმა აწარმოეს, ხოლო 41% საწარმოებმა. ამის შესახებ "საქსტატის" 2025 წლის აკვაკულტურის სტატისტიკურ ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის მიხედვით, აკვაკულტურის სექტორში ოჯახური მეურნეობები დომინირებენ. 2025 წელს ქვეყანაში მოქმედი აკვაკულტურული მეურნეობების 89% ოჯახურ მეურნეობებს წარმოადგენდა, ხოლო 11% – საწარმოებს.

ამასთან, აკვაკულტურისთვის გამოყენებული წყლის ობიექტების უდიდესი ნაწილიც ოჯახური მეურნეობების მართვაშია. 

თევზის სახეობების მიხედვით კი, ორაგულისებრთა წარმოების 64% ოჯახურ მეურნეობებზე მოდის, ხოლო 36% – საწარმოებზე. კობრისებრთა წარმოებაშიც ოჯახური მეურნეობები ლიდერობენ – მათი წილი 69%-ია, საწარმოების კი 31%.