საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, თევზის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი მოცულობით „ცისარტყელა კალმახი“ იწარმოება, რომლის წარმოებამ გასულ წელს 1 316 ტონა შეადგინა.

ამავე ცნობით, გასულ წელს ქვეყნის ტერიტორიაზე, ტბორებსა და წყალსატევებში წარმოებული თევზის 61% ოჯახურ მეურნეობებში იყო წარმოებული. გამონაკლისია  მხოლოდ ზუთხისებრთა სახეობები, რომელთა 93%-ის მიმწოდებლები საწარმოები არიან.

ოჯახური მეურნეობები აწარმოებენ ორაგულისებრთა სახეობების 59%-ს, კობრისებრთა ოჯახის თევზეულის 70%-ს და ლოქოსებრთა სახეობის 74%-ს.

თევზის სახეობების წარმოების 2022 წლის მაჩვენებლები ასეთია:

კობრი და სარკისებური კობრი - 572 ტონა

თეთრი და ჭრელი სქელშუბლა - 410 ტონა

თეთრი ამური - 232 ტონა

ზუთხისებრნი - 178 ტონა

ლოქოსებრნი - 32 ტონა