2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 027 769 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 26.4% ფუნქციონირებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესის რაოდენობამ 271 427 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულებიდან 466 759 ერთეულის „საქმიანობა უცნობია“, აქედან კი 19 378 აქტიურია.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის სფეროში, შემდეგია დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ სექტორებს რეგისტრირებული და აქტიური სუბიექტის სტატუსის მიხედვით:

საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - რეგისტრირებული - 217 836, აქტიური - 86 527
დამამუშავებელი მრეწველობა - რეგისტრირებული - 51 940, აქტიური - 19 530
ტრანსპორტი და დასაწყობება - რეგისტრირებული - 47 495, აქტიური - 27 270
მშენებლობა - რეგისტრირებული - 43 851, აქტიური - 21 904
ინფორმაცია და კომუნიკაცია - რეგისტრირებული - 37 943, აქტიური - 27 271
განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - რეგისტრირებული - 29 859, აქტიური - 11 844
პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - რეგისტრირებული - 26 530, აქტიური - 13 182
ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - რეგისტრირებული - 16 629, აქტიური - 8 137
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - რეგისტრირებული - 14 409, აქტიური - 8 327
განათლება - რეგისტრირებული - 11 944, აქტიური - 7 043
სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - რეგისტრირებული - 11 742, აქტიური - 3 809
ხელოვნება, გართობა და დასვენება - რეგისტრირებული - 7 590, აქტიური - 3 572
ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - რეგისტრირებული - 7 490, აქტიური - 3 699
საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - რეგისტრირებული - 5 743, აქტიური - 1 766
სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - რეგისტრირებული - 2 308, აქტიური - 754
სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური დაცვა - რეგისტრირებული - 1 604, აქტიური - 427

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, ქვეყანაში რეგისტრირებულია ექსტრატერიტორიული ორგანიზაციების და ორგანოების საქმიანობებით დაკავებული 97 ბიზნეს-სუბიექტი, საიდანაც აქტიურია 11.

წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობებით დაკავებულია 300 სუბიექტი, რეგისტრირებული კი არის 994. ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების სფეროში რეგისტრირებულია 549 სუბიექტი, საიდანაც აქტიური მხოლოდ 239-ია.

ბიზნესპრესნიუსი