დასავლეთ ანტარქტიდის ყინულოვანი უდაბნოს სიღრმეში მალულ საფრთხეს სძინავს.

1-2 კმ სისქის მასიური ყინულის ქვეშ, წყვდიადში იმალება აქტიური ვულკანური რიფტი.

თუკი ყინულის საფარი საკმარისად გადნება, დედამიწის ქერქში და მასში მოქცეული მაგმის კამერის დაძაბულობისა და წნევის ცვლილებამ შეიძლება წარმოქმნას ვულკანიზმის უკუკავშირის მარყუჟი, რომელიც ყინულის დნობას აჩქარებს და შედეგად, მსოფლიოს პრობლემები გაუჩნდეს.

ბოლო წლებში მტკივნეულად აშკარა გახდა, რომ დედამიწა ყინულს კარგავს. გრენლანდიის ყინულის რაოდენობა მცირდება, თანაც წელიწადში 270 მილიარდი ტონით. ანტარქტიდაზე ეს მაჩვენებელი წელიწადში 150 მილიარდ ტონას შეადგენს და თანაც, ამ პროცესში სულ უფრო მწვანდება.

გლობალური ტემპერატურის რეკორდულად ზრდასთან ერთად, წლიდან წლამდე ზღვის დონის მატების შეფასება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებათა პროგნოზირება, რაც თავის მხრივ, მათი შემსუბუქების გზების პოვნაში გვეხმარება.

პროგნოზი ნაწილობრივ ეფუძნება დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის სტაბილურობის პროგნოზს, ანტარქტიდის მცირე ნახევარს ტრანსანტარქტიკული მთების დასავლეთით. ყინულის ეს საფარი, როგორც ანტარქტიდის კონტინენტის მცირე ნაწილი, განსაკუთრებით მოწყვლადია კოლაფსისადმი; მიუხედავად ამისა, მისი მომავლის მოდელირებისას იშვიათად იღებენ მხედველობაში მის ქვეშ არსებულ ვულკანურ რიფტს.

თუმცა, ჩვენი პლანეტა გვაძლევს მტკიცებულებას, რომ ეს რიფტი შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემა იყოს. წარსულის დეგლაციაციის (ყინულის საფარისა და მყინვარების დაკარგვა) ანალიზი აჩვენებს, რომ ამას თან ახლავს ვულკანური აქტივობის ზრდა. მკვლევართა განცხადებით, ეს პირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული ყინულის დაკარგვასთან.

აშშ-ის ბრაუნის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა გეოქიმიკოს ელი კუნინის ხელმძღვანელობით, ათასობით სიმულაცია ჩაატარა იმ ეფექტისა, რაც შეიძლება ყინულის დნობას ჰქონდეს მის ქვეშ არსებულ ყინულის საფარზე.

შედეგებმა აჩვენა, რომ ყინულის დნობასთან ერთად, მსუბუქდება წნევა ქერქზე, რაც ქვეშ არსებულ კამერებში ჩაჭედილ მაგმას აფართოებს და მათი ქანების კედლებზე წნევას უფრო ზრდის. ამან კი შეიძლება გაზარდოს ამოფრქვევათა რისკი.

ვრცლად პირველ არხზე