გასულ წელს საქართველოში თითქმის ყველა საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის იმპორტი გაიზარდა. ტექნიკას შორის განსაკუთრებული ზრდა მაცივრების და ელექტროსამართებლების კუთხით დაფიქსირდა.

2023 წელს ქვეყანაში 12.3 მლნ ლარის 65 970 ცალი ( 2022 წელს - 37 184 ცალი) მაცივარი შემოვიდა, 101 834 ცალი კი ელექტროსამართებელი (2022 წელს - 55 557 ცალი).

2023 წელს ქვეყანაში ელექტრო ტექნიკას შორის ყველაზე მეტი, 878 163 ცალი მობილური ტელეფონი შემოვიდა, რომელთა ღირებულებამ ჯამში, 285 მლნ ლარს გადააჭარბა.

იმპორტირებულ ელექტრო ტექნიკას შორის მეორე ადგილზე სარეცხი მანქანაა, რომლის ღირებულებამ 41.6 მლნ ლარს გადააჭარბა, მესამეზე კი 32.8 მლნ ლარით კონდენციონერებია.

გასულ წელს საქართველოში ყველაზე ნაკლები, 37 456 ცალი ჭურჭლის სარეცხი მანქანა შემოვიდა.