2023 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 981.24 ათასი დოლარის იახტები (იახტები და სხვა მოცურავე საშუალებები დასვენების ან სპორტისათვის) იყიდა, მაშინ როდესაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 2,344.57 ათასი დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის სამსახურის საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს იახტების იმპორტი 58%-ით შემცირდა.
გთავაზობთ TOP-5 ქვეყანას, სადაც 2023 წელს საქართველომ ყველაზე მეტი იახტა იყიდა:
- აშშ - 258.30 ათასი დოლარი
- მექსიკა - 180.74 ათასი დოლარი
- ბელგია - 149.41 ათასი დოლარი
- ნიდერლანდები - 85.20 ათასი დოლარი
- თურქეთი - 58.10 ათასი დოლარი