აღმოსავლეთ ევროპაში ჩინური ავტომობილები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია ვითარება ამ მხრივ საქართველოში. როგორც „სენა ავტო ჯგუფის“ წარმომადგენელმა ხათუნა კაპანაძემ კომერსანტთან საუბრისას  აღნიშნა კომპანიას  საქართველოში  ჩინური Jac-ები ათ წელზე მეტია რაც შემოაქვს და მათზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.

„თავიდან ჩინური ავტომობილების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება იყო, მაგრამ ხარისხმა და საგარანტიო პირობებმა გაამართლა და განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში მომხმარებელში  სანდოობა  სრულად მოიპოვა. ამის მიზეზი შედარებით დაბალი ფასებია, რომელიც  პროდუქტს საკმაოდ მიმზიდველს ხდის, ასევე  აღსანიშნავია  ისიც, რომ პროდუქტის ხარისხი  ფასთან მიმართებით უკეთესია.

წინა წელთან შედარებით გაყიდვები  დაახლოებით 20-25%-ით გაიზარდა.“ - აღნიშნა ხათუნა კაპანაძემ.