საქართველოში ალუმინის ექსპორტი იკლებს, იმპორტი კი იზრდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით ირკვევა, რომ 2023 წლის 4 თვეში საქართველომ ექსპორტზე 9.3 მლნ აშშ დოლარის ალუმინი და მისი ნაწარმი გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, 15.6 მლნ აშშ დოლარს 40.4%-ით ჩამორჩება.
რაც შეეხება იმპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ნედლეულის იმპორტმა 39.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ეს კი გასული წლის 4 თვის მაჩვენებელზე, 32.4 მლნ აშშ დოლარზე 22.5%-ით მეტია.
საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები თურქეთი, სომხეთი და იაპონია არიან, უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორები კი თურქეთი, ინდოეთი და რუსეთი.
აღსანიშნია, რომ მსოფლიოში ალუმინის საერთაშორისო ფასი იკლებს. Trading Economics-ის მიხედვით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნედლეულის ფიუჩერსებმა ისტორიულ მაქსიმუმს, ტონაზე 3,849 აშშ დოლარს მიაღწია, თუმცა ვითარების დასტაბილურების შემდეგ ფასებმაც კლება იწყო და ამჟამად ომამდელ ნიშნულზე, 2,280 დოლარზეა.