2022-2023 წელს თხილის გლობალურ მწარმოებლებს შორის საქართველო მე-6 ადგილზეა. ამის შესახებ თხილისა და ჩირის საერთაშორისო საბჭოს ანგარიშშია ნათქვამი.
ქვეყანამ 2022/23 სეზონურ წელს 14 800 ტონა თხილის გული აწარმოვა. გლობალურ წარმოებაში საქართველოს წილი 3%-ს შეადგენს.
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, აზერბაიჯანი 24 000 ტონით (4%) მეოთხე ადგილზე, ხოლო თურქეთი კვლავ სეზონის ლიდერია. ქვეყანამ 415 300 ტონა თხილის გული აწარმოვა. გლობალურ წარმოებაში თურქეთის წილი 71%-ს შეადგენს.