ზაფხული საუკეთესო დროა არა მხოლოდ დასვენების, არამედ რემონტისა და სახლის კეთილმოწყობისთვის. ზოგისთვის მისაღები ოთახის მოწყობაა პრიორიტეტი, ზოგისთვის - საძინებლისა და სამზარეულოსი. თუ სამზარეულოს ინტერიერზე ზრუნვა და შესაბამისი ტექნიკის შეძენა გადაწყვიტეთ და მიგაჩნიათ, რომ საამისოდ საკმარისი ცოდნა და უნარები გაქვთ, ჩვენი ბლოგი და რეკომენდაციები დაგაინტერესებთ, თან სეზონის საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.

...ველოსიპედი, ხელოვნური თანამგზავრი, ორთქლმავალი, პერსონალური კომპიუტერი - მცირე ჩამონათვალია იმ დიდ გამოგონებებს შორის, რომლებმაც კაცობრიობის პროგრესი განაპირობა. მაგრამ გააჩნია ვისთვის რა არის პრიორიტეტი და ვინ რას თვლის ადამიანის ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან მიღწევად. აბა, ჰკითხეთ თქვენს პენსიონერ დედას, ბებიას, ან ბაბუას, თუნდაც, ახალგაზრდა მეუღლეს, რამხელა მიღწევაა სამზარეულოში ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანა. მის შესაძლებლობებს განსაკუთრებით უფროსი ასაკის მომხმარებლები აფასებენ, ვისაც წლების განმავლობაში ხელით უწევდათ და უწევთ ჭურჭლის რეცხვა.

თუ დიდი ხნის ნატვრა აგიხდათ და ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანის შეძენა გადაწყვიტეთ, მისი შერჩევისას უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი ტევადობაა, რომელიც გვიჩვენებს რა რაოდენობის ჭურჭლის კომპლექტის დარეცხვა შეუძლია ამა თუ იმ მოდელის მოწყობილობას ერთ ციკლზე. მიაქციეთ ყურადღება ელექტრო ენერგიისა და წყლის მოხმარებასაც. ეფექტურობის მთავარი მაჩვენებელი ენერგოეფექტურობის კლასია - A, A+ ან A++. რაც მეტი პლუსია, მით უფრო ეკონომიურია მოდელი. ასევე სასურველია, რომ დანადგარი ნაკლებად ხმაურიანი იყოს.

ჩასაშენებელი სარეცხი მანქანის შერჩევისას მთავარი კრიტერიუმი გასარეცხი სარეცხის წონაა, ანუ იმის გარკვევა - ერთ ციკლზე რამდენი კილო სარეცხის გარეცხვა შეუძლია სარეცხ მანქანას. ყურადღება მიაქციეთ მის ზომას, რამდენად კომფორტულად თავსდება დანადგარი მისთვის განკუთვნილ სივრცეში. არ გამოგრჩეთ ტემპერატურა, ბრუნვის სიჩქარე, ქსოვილის კლასიფიკაცია, გაწურვა და სხვა პარამეტრებიც.

ჩასაშენებელი ღუმელის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ ელექტროენერგიაზე მუშაობს ის, თუ გაზზე. გაზთან მიმართებაში, ელექტრო ღუმელებს ბევრად მეტი შესაძლებლობები აქვთ, იქნება ეს მომზადების რეჟიმების არჩევანი, უსაფრთხოება, თუ ტექნიკური სიმარტივე.

ჩასაშენებელი გამწოვის არჩევისას ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი მისი სიმძლავრე, ან წარმადობაა. გამწოვის ძრავის სიძლიერე, მისი მუშაობის ხარისხზეა დამოკიდებული. პატარა სამზარეულოსთვის საკმარისია ჩასაშენებელი გამწოვი მცირე წარმადობით, დიდი სამზარეულოსთვის - მძლავრი გამწოვი დაგჭირდებათ..

დღეს სასურველი პროდუქტის შერჩევა სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი, რაც თქვენს დროსა და ენერგიას ერთი ათად ზოგავს. Be.ge-ზე ათეულობით წამყვანის ბრენდის ჩასაშენებელი სამზარეულოს აღჭურვილობის - სასურველი დიზაინის, ფორმის, სიმძლავრის, ფუნქციისა და ფასის ჩასაშენებელი ჭურჭლისა და ტანსაცმლის სარეცხი მანქანების, ღუმელის, ჩასაშენებელი ქურის ზედაპირის, გამწოვისა და მაცივრის შერჩევა შეგიძლიათ. ვებგვერდზე პროდუქტების აღწერილობიდან დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ, უფრო მეტის - რამდენიმე კლიკით, სასურველ ნივთს კურიერი სახლში მოგიტანთ და დაგიმონტაჟებთ კიდეც.

არ გამოგრჩეთ 20-დან 35%-იანი ფასდაკლების აქცია ჩასაშენებელი ტექნიკის სამეულზე, რომლის კომპლექტშიც ღუმელი, ქურის ზედაპირი და გამწოვი შედის და მათი ფასი 650-დან 1400 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება ცალკეული პროდუქტის ფასს, ჩასაშენებელი მაცივრების ფასი 620 ლარიდან იწყება 18 800 ლარამდე ადის, სარეცხი მანქანის - 1200-დან 1300 ლარამდე, ჩასაშენებელი ჭურჭლის სარეცხი მანქანის - 670-დან 3000-მდე, გამწოვის - 130-დან 20 400 ლარამდე, ჩასაშენებელი ღუმელის - 350-დან 5582-მდე, ჩასაშენებელი ქურის ზედაპირის - 110-დან 2786 ლარამდე.