საავადმყოფოებში საწოლფონდი ერთ წელიწადში 1.8 პროცენტით გაიზარდა და 15.2 ათასი შეადგინა. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის მონაცემებშია აღნიშნული.
საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში 232 საავადმყოფო და 2 318 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება ფუნქციონირებდა. ამ უკანასკნელებში ექიმთან მიმართვის 16.8 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 6 პროცენტით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების რიცხოვნობამ 22.5 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 21.3 ათასი.
რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. 2025 წელს მისი მეშვეობით პირველადი სამედიცინო დახმარება დაახლოებით 1.15 მილიონ ადამიანს გაეწია, საიდანაც შემთხვევების 99.0 პროცენტი უცაბედ ავად გახდომას უკავშირდებოდა.