სს „მედია ჰოლდინგი“ ბაზარზე ტელეკომპანია „რუსთავის 2“-ის ბრენდით და მედიაპორტალ „პრაიმ ტაიმით“ ოპერირებს. კომპანიამ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით 2022 წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 10.172.171 ლარს და 812 000 ლარითაა გაზრდილი წინა წელთან (2021-ში - 9.359.519 ლარი იყო) შედარებით. ამასთან გაზრდილია კომპანიის წმინდა ზარალი და 26.339.636 ლარს შეადგენს, მაშინ როცა 2021-ში 14.887.136 ლარი იყო.
რაც შესახებ სახელფასო ხარჯებს, წინა წელთან შედარებით ეს მაჩვენებელიც გაზრდილია და 25.652.284 ლარს შეადგენს, წინა წლის 17.018.684 ლარიდან.
სს „მედია ჰოლდინგის“ 100 აქციიდან 10 აქციას (10%) ფლობს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, ხოლო 90 აქციას (90%) ფლობს შპს „პრაიმ თაიმი“.
2022 წელს სს ,,მედია ჰოლდინგის“ საოპერაციო და არასაოპერაციო შემოსავლებმა შეადგინა 10 172 171 ლარი, ხოლო საოპერაციო და არასაოპერაციო ხარჯებმა - 36 511 797 ლარი, ზარალმა - 26 339 626 ლარი, - ნათქვამია კომპანიის ანგარიშში