რუსეთში, ორენბურგის სასამართლომ ქართული რესტორანი Nino&Vano რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო 150 ათასი რუბლით დააჯარიმა.
საქმე ეხება სარეკლამო ფლაერს, რომელზეც რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სალოცავი – წმინდა ბასილი ნეტარის ტაძარი – გუმბათების ნაცვლად ხინკლებით იყო გამოსახული.
ისტორია სექტემბერში დაიწყო, როდესაც რესტორანს Nino&Vano მოქალაქე ნატალია სუხოვეი ესტუმრა და მაგიდაზე ნახა ფლაერი, რომელზეც მოსკოვის წმინდა ბასილის ტაძრის ილუსტრაციას, გუმბათებისა და ჯვრების ნაცვლად, ხინკლები ამშვენებდა.