რუსეთმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) დასავლური სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართა, რუსული მხარის მტკიცებით, ევროპული სანქციები ავიაკომპანიების Airbus-ისა და Boeing-ის თვითმფრინავებისა და ნაწილების იმპორტზე წვდომას  ართულებს .

რუსეთი სანქციების შემსუბუქებას, განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაწილების შემთხვევაში მოითხოვს, რადგან შეზღუდვები, მათი თქმით, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს და ამცირებს ადამიანის თავისუფალ გადაადგილებას.

დოკუმენტებში ნათქვამია, რომ ICAO-ს უნდა აიცილოს პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვები საერთაშორისო ავიაციაში. პრეცედენტი უკვე იყო: აშშ-ს სანქციები მოხსნეს ბელორუსის სახელმწიფო ავიაკომპანიაზე.